როგორც გამოცემა “როიტერსი” წერს, ნავთობის ფასი დღეს ბარელზე კიდევ $1-ით შემცირდა და ორთვიან მინიმუმამდე დაეცა.

ბრენტის ტიპის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები 1%-ით, ანუ 87 ცენტით შემცირდა და ბარელზე 86,75 დოლარი შეადგინა.

აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნედლი ნავთობის ფასმა 1,1%-ით იკლო და $79,21 გახდა.

ანალიტიკოსების ფიქრობენ, რომ ნავთობის ფასის კლების მიზეზი უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაში COVID-რეგულაციების გახანგრძლივება და აშშ დოლარის გამყარებაა.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement