
“ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინა მალე გვექნება – “ფაიზერის” დირექტორი
“ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინაზე უკვე ვმუშაობთ და ის ხელმისაწვდომი რამდენიმე თვეში იქნება. ამის შესახებ კომპანია “ფაიზერის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურელამ, CNBC-ის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. ბურელის განცხადებით კომპანია ვაქცინაზე მუშაობის აქტიურ ფაზაშია და წინასწარი მონაცემებით ვაქცინა, უკვე მარტის ბოლოსთვის ფართო მასებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
„ეს ვაქცინა მზად მარტში იქნება. ჩვენ ვიწყებთ დოზების წარმოებას“, – განაცხადა ბურლამ ტელეკომპანიასთან საუბარში.
„ფაიზერის“ წარმომადგენლის თქმით, ეს ვაქცინა ასევე მიმართული იქნება იმ სხვა ვარიანტების წინააღმდეგაც, რომლებიც ამჟამად ცირკულირებს.
ამავდროულად, მისი თქმით, უკვე არსებული ვაქცინები მძიმე ავადმყოფობისაგან და ჰოსპიტალიზაციისგან კარგი დაცვის შესაძლებლობას იძლევა, ყოველ შემთხვევაში მესამე „ბუსტერ“ დოზის შემდეგ.