
OPEC-მა აგვისტოში ნავთობის მოპოვება დღეში 113 000 ბარელით გაზარდა
OPEC-ის ნავთობის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციის წევრ ექსპორტიორ ქვეყნებში ნავთობის წარმოება აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, დღეში 113 000 ბარელით გაიზარდა და 27 450 000 ბარელი შეადგინა.
ამავე ინფორმაციით, მოპოვების ყველაზე დიდი ზრდა ნავთობის 98 000 ბარელით და ერაყში 38 000 ბარელით.
ნავთობის მიწოდება ჯგუფის უმსხვილეს მწარმოებელ საუდის არაბეთში გასულ თვეში, ივლისთან შედარებით, დღეში 88 000 ბარელით შემცირდა, ანგოლაში – 60 000 ბარელით, ვენესუელაში – 42 000 ბარელით.
აგვისტოში OPEC-ის ნავთობის მოპოვების წილი გლობალურ წარმოებაში 27,2%-მდე გაიზარდა.
აგვისტოში ნავთობის მსოფლიო მიწოდებამ დაახლოებით 100 700 000 ბარელი შეადგინა. ამავე პერიოდში ოპეკის არაწევრი ქვეყნებიდან წარმოება დღეში 100 000 ბარელით შემცირდა და 73 300 000 ბარელი შეადგინა.
ნავთობის საბურღი პლატფორმების რაოდენობა მსოფლიოში გასულ თვეში 34-ით შემცირდა და 1860-ს მიაღწია. OPEC-ის ქვეყნებმა დაამატეს 6 პლატფორმა, ხოლო OPEC-ის არაწევრ ქვეყნებში მათი რაოდენობა 40-ით შემცირდა.