
რძის წარმოება წლიურად 5.6%-ით გაიზარდა
2023 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 206 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 5.6%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი აპრილ-ივნისის პერიოდისთვის ყველაზე მაღალი წარმოებაა 2016-2023 წლების განმავლობაში.
კლება ფიქსირდება კვერცხის წარმოებაში, რამაც II კვარტალში 161.4 მილიონი ცალი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3%-ით ნაკლებია. 2023 წლის პირველი ნახევრის ჯამური წარმოება კი 331.3 მილიონი ცალი იყო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 1.2%-ით ჩამორჩება (335.5 მილიონი ცალი).
2023 წლის II კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.2%-ით შემცირდა ხორცის წარმოებაც. წარმოებამ აპრილი-ივნისის პერიოდში 17.3 ათას ტონა შეადგინა. თუმცა, ამ წლის I და II კვარტლის ჯამური წარმოება 35.4 ათასი ტონაა, რაც გასული წლის შესადარებელ პერიოდს მხოლოდ 300 ტონით ჩამორჩება.