რიყის პარკში მდებარე შენობის გაყიდვას სახელმწიფო 2 წელია უშედეგოდ ცდილობს. შენობა, რომლის აშენებაც 75 მლნ ლარი დაჯდა და ის იტალიელმა არქიტექტორმა დაპროექტა, პირველად 2020 წელს გამოიტანა მთავრობა გასაყიდად.

მაშინ ობიექტს მთავრობა 95 მილიონ ლარად ყიდდა. ერთი წლის შემდეგ მთავრობამ ობიექტი 23.75 მილიონით გააიაფა, თუმცა ინვესტორებმა მისი ყიდვა არ მოინდომეს. მესამედ კი ეს ობიექტი საპრივატიზაციოდ პროგრამა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში კვლავ 71.2 მლნ-ად გამოვიდა გასაყიდად. თუმცა, მისი გაყიდვა ამჯერადაც ვერ მოახერხეს. ობიექტის გაყიდვის მეხუთე მცდელობა კი დღეს ჩაიშალა.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ თავდაპირველად ობიექტს თბილისის მერია 1 ლარად ჰყიდდა და არ გაიყიდა. ამის შემდეგ მთავრობამ გადაწყვიტა ობიექტის ფასი 23 მლნ-ით გაეზარდა და ისე ეცადა პროექტის პრივატიზება, თუმცა არც ეს გამოვიდა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ობიექტი დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს და ინვესტორს ობიექტის შეძენის შემთხვევაში, რიგი ვალდებულებების აღება მოუწევს საკუთარ თავზე. კერძოდ კი ობიექტის შეძენის შემთხვევაში ინვესტორს მოუწევს ობიექტის განვითარების პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტთან და კულტურის სამინისტროსთან, ერთდროულად შეათანხმოს (რაც არც თუ ისე მარტივი საქმეა).

საგულისხმოა ისიც, რომ “რიყის დოქები” მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობების სიაშია მოხვედრილი.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement