უკრაინას აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გაზის ტრანსპორტირების სისტემა. ეს მას უპირატესობას ანიჭებს წყალბადის მომავალი გადაზიდვისთვის ევროპაში. მაგრამ ქსელი დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, რადგან ის ძირითადად საბჭოთა დროით თარიღდება.

ქსელის რეაბილიტაცია განსაკუთრებით აუცილებელია, როდესაც საქმე ეხება წყალბადის მოლეკულების ტრანსპორტირებას, რომლებიც უფრო მცირეა ვიდრე მეთანი. საბედნიეროდ, წყალბადის შერევა შესაძლებელია ბუნებრივ აირთან, რომელიც შეიცავს 70% მეთანს. ამ ნარევის ტრანსპორტირება და დაწვა კი შესაძლებელია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სრულ მოდერნიზაციას, რომელიც საჭიროა ბუნებრივი აირისა და წყალბადის ცვლადი პროცენტის გადასაზიდად, დასჭირდება ათწლეული და მილიარდობით ევრო. ამავდროულად, უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი წყლის რესურსები და საშუალოზე უკეთესი მზის და ქარის პოტენციალი, რაც აუცილებელი პირობებია მწვანე წყალბადისთვის.

საგულისხმოა ისიც, რომ უკრაინას წყალბადის ტრანსპორტირებისთვის დასჭირდება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან წყალბადზე არსებული მზარდი მოთხოვნა, რომელიც ამ ეტაპზე არ არსებობს.

უკრაინასა და რუსეთს შორის კავშირების გარდა, ადგილობრივი წყალბადის ინდუსტრიის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლადია ევროპული მოთხოვნა.

უკრაინის წყალბადის სტრატეგიის პროექტი, სავარაუდოდ, გამოქვეყნდება 2022 წლის დასაწყისში და ამის შემდეგ უფრო მეტი ქინება ცნობილი უკრაინის წყალბადის პოტენციალზე. თუმცა, მთავარი აქცენტი უდავოდ გაკეთდება ხარჯებზე, რადგან კონკურენტები გლობალურია, ავსტრალიიდან და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან.

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement