ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე ისაუბრა და მას ათწლეულში საუკეთესო შედეგი უწოდა.

“როგორც ვვარაუდობდით, გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა 2021 წელს – გაზრდილია როგორც მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ასევე განსაკუთრებით პროდუქციის ექსპორტი. ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა 4,2 მლრდ დოლარს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში, ზრდამ კი დაახლოებით 27 პროცენტი შეადგინა 2020 წელთან შედარებით,” – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები.

როგორც თურნავამ განაცხადა ექსპორტი არის საქართველოს ეკონომიკის ლოკომოტივი. „ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარ მამოძრავებელ ძალად,” – განაცხადა მინისტრმა.

საგულისხმოა ისიც, რომ პანდემიამდე ეკონომიკურ გუნდში, ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივად ტურიზმს ასახელებდნენ.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement