ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამშაბათს პარლამენტს განუცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ძალები ყაზახეთიდან თავისი ჯარების გაყვანას ორ დღეში დაიწყებს.

CSTO-ს სამშვიდობო ძალების მთავარი მისია წარმატებით დასრულდა და ორ დღეში დაიწყება მისი ერთიანი სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა”, – განაცხადა ტოკაევმა სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაცემულ სესიაზე.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა თითქმის ერთკვირიანი არეულობები, რაც ყველაზე ძალადობრივი მანიფესტაცია იყო ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების, 30 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში.

საგულისხმოა ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია 2000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის ყაზახეთში განლაგებამ. ანალიტიკოსების აზრით რუსეთი ამ ყველაფერს ყაზახეთში გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენებს. რუსი მედესანტეების გამოჩენას ყაზახეთში, ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებაც მოჰყვა.

მოსახლეობის პროტესტის ფონზე კი ყაზახეთის პრეზიდენტმა, სამშაბათს სამთავრობო პოსტებზე დასანიშნ კანდიდატთა სია წარმოადგინა, მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაც.

მოულოდნელი არავისთვის იყო, რომ ტოკაევმა პრემიერის პოსტზე ამჟამად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ალიხან სმილოვი დაასახელა. პრემიერის ახალ კანდიდატურას ქვედა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

49 წლის სმილოვი ვიცე-პრემიერად მუშაობდა მთავრობაში, რომელიც გასულ კვირას გადადგა.

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement