საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა გამოაცხადა კანონის მიღების შესახებ, რომელიც საპენსიო ასაკს 62-დან 64 წლამდე ზრდის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გადაწყვიტა ქვედა პალატაში კენჭისყრის გარეშე მიეღოთ ცვლილება.

„ჩვენ არ გავითვალისწინებთ საათობით დებატებს, არ გავრისკავთ ჩვენი საპენსიო სისტემის მომავალს. ეს რეფორმა აუცილებელია. მე ერთგული ვარ ჩვენი სოციალური მოდელის მიმართ და ეს რეფორმა არის კომპრომისის ნაყოფი, რომელზეც შეთანხმდნენ პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატები. მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა მასზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

სახელმწიფოს მეთაურმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის მიერ კონსტიტუციის 49.3 მუხლის გამოყენება, რომელიც კანონის მიღებას პარლამენტის დამტკიცების გარეშე იძლევა. 12 მარტს საფრანგეთის სენატმა საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი მიიღო. მხარი 195-მა ადამიანმა მისცა, 112 წინააღმდეგი იყო.

მომიტინგეები კვლავ შეიკრიბნენ პარიზში, ეროვნული ასამბლეის წინ, რათა გამოეხატათ უთანხმოება რეფორმის მიღებასთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საპენსიო რეფორმის წინადადება გამოაქვეყნა.

მასზე პირველად 2019 წელს ისაუბრა. მას შემდეგ ფრანგები აპროტესტებენ. პარლამენტში კანონის მიღებამდე ქვეყანაში გაფიცვები და დემონსტრაციები დაიწყო.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement