ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელად და დირექტორად, ალკის ვრიენიოს დრაკინოსი დაინიშნა.

ის მოვალეობას 2023 წლის 1 სექტემბრიდან შეუდგება და თბილისის ოფისში იმუშავებს. ამ პოსტზე დრაკონისმა კატარინა ბიორლინ ჰანსენი შეცვალა.

დრაკინოსი უხელმძღვანელებს ბანკის ოპერაციებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და  სომხეთში, ის მჭიდროდ ითანამშრომლებს მთავრობის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ამ სამი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების მიზნით; ხელს შეუწყობს კერძო სექტორისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას ინვესტიციების, პოლიტიკის დიალოგის რეფორმებისა და მცირე ბიზნესის დაფინანსებისა და საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით, შესაბამისი ქვეყნის EBRD-ის სტრატეგიის ფარგლებში.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement