
საქართველოდან ელექტროენერგიის ტრანზიტი გაიზარდა
მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან ელექტროენერგიის ტრანზიტმა 1 529.8 მლნ კვტ.სთ შეადგინა.
2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის მოცულობა 1 190,58 მლნ კვტ.სთ იყო. 194,47 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ტრანზიტი განხორციელდა რუსეთიდან თურქეთში, ხოლო სომხეთიდან თურქეთში 144,7 მლნ კვტ.სთ. გასული წლის შესაბამის პერიოდში საქართველოს გავლით მეზობელ სახელმწიფოებს 1041.04 კვტ.სთ მიეწოდათ, ანუ 85%-ით ნაკლები 2023 წლის 7 თვესთან შედარებით.
რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-ივლისში ჯამში 1 140.7 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა ქვეყანამ. საქართველოდან თურქეთში 975,91 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიაა ექსპორტირებული, რაც მთლიანი ექსპორტის 85%-ს შეადგენს.