იანვარ-აგვისტოში საქართველომ ღვინის ექსპორტით 169 მილიონ 331 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით აღემატება.

შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 58 697 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინოები გაიყიდა.

ტრადიციულად ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. ამ ქვეყანაზე საქონლის გაყიდვების 66.2% მოდის. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან რუსეთში 112 მილიონ 112 ათასი დოლარის ღირებულების 41 357 ტონა ღვინო გავიდა. ექსპორტი ამ პერიოდში წლიურად 24%-ით გაიზარდა.

ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

  • რუსეთი – 112.1 მლნ დოლარი, 41 357 ტონა;
  • პოლონეთი – 9.1 მლნ დოლარი, 3 625 ტონა;
  • უკრაინა – 8.8 მლნ დოლარი, 3 159 ტონა;
  • ჩინეთი – 7.7 მლნ დოლარი, 2 176 ტონა;
  • ყაზახეთი – 6 მლნ დოლარი, 1 912 ტონა;
  • ბელარუსი – 5.4 მლნ დოლარი, 1 922 ტონა;
  • აშშ – 3.4 მლნ დოლარი, 540 ტონა;
  • გერმანია – 2.9 მლნ დოლარი, 648 ტონა;
  • ლატვია – 2.5 მლნ დოლარი, 754 ტონა;
  • ლიეტუვა – 1.4 მლნ დოლარი, 439 ტონა.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებიდან ღვინის რეალიზება რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსში, გერმანიაში და ლატვიაში გაზრდილია, ხოლო პოლონეთში, ჩინეთში, აშშ-შიმ და ლიეტუვაში შემცირებული.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement