
„საქართველოს ბანკი“, „თიბისი“ და „ლიბერთი“ – ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან ბანკების მოგება თითქმის 300%-ით გაიზარდა
2022 წლის 8 თვის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 500 მლნ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღეს. რაც შეეხება მონაცემებს თვიურ ჭრილში, 2021 წელს სავალუტო ოპერაციებიდან ბანკებმა თვეში საშუალოდ 25 მლნ ლარს მოგება მიიღეს, 2022 წლის თვის საშუალო მოგება კი 80 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შემოსავლიდან, ხუთეულში არსებული ბანკებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა „საქართველოს ბანკს“ და „თიბისი ბანკს“ აქვს.
ვალუტის გაცვლიდან მიღებული შემოსავლის მოცულობის მიხედვით, ტოპ ბანკების მონაცემები ასეთია:
საქართველოს ბანკი – 251.4 მლნ ლარი (2022 წლის 8 თვეში), 56.7 ლარი (2021 წლის 8 თვეში), ზრდა 343%.
თიბისი ბანკი – 201.8 მლნ ლარი (2022 წლის 8 თვეში), 58.8 ლარი (2021 წლის 8 თვეში), ზრდა 243%.
ლიბერთი ბანკი – 20.8 მლნ. ლარი (2022 წლის 8 თვეში), 8.3 მლნ ლარი (2021 წლის 8 თვეში), 150.6%.
პროკრედიტ ბანკი – 18.2 მლნ ლარი (2022 წლის 8 თვეში), 8.3 მლნ ლარი (2021 წლის 8 თვეში), 119%.
ბაზისბანკი — 14.2 მლნ ლარი (2022 წლის 8 თვეში), 9.6 მლნ. ლარი (2021 წლის 8 თვეში), 47.9%.
2022 წლის 8 თვეში ბაზარზე სულ 14 კომერციული ბანკი ოპერირებდა.
commersant.ge