საწვავზე ფასების ზრდა ბევრ სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. მხოლოდ ის ფაქტორი, რომ  მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე  ფსები გაიზრდა და ამიტომ საქართველოშიც ნახტომისებურდ იზრდება საწვავზე ფასები , ამის ასეთი ახხსნა  და „გაპრავება“ კარგათ აქვს აპრობირებული საქართველოში ნავთობროდუქტების „კარტელს“ კომპანია „სოკარი“ს თავმჯდომარეობით.

ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა დებატებში გამოვიწვიო ეკონომიკის მინისტრი სადაც ვისაუბრებთ საწვავზე ფსების ზრდის სხვა ფაქტორებზე. მათ შორის იმაზე, რომ საწვავზე ფასების ზრდას როგორ  უწყობს ხელს   ეკონომიკური გუნდის დანაშაულებრივი  ან უმოქმედების პოლიტიკა ამ სექტორში. ვიუსაბროთ თუნდაც იმაზე რა გამოიწვია „სოკარი“-ს დაქვემდებარებაში ნავთობროდუქტების  ბაზრის გადაცემამ, რატომ დუმს ეკონომიკური გუნდი იმაზე რომ ქართველი იმპორტიორი დისკრიმინებულია აზერბაიჯანის მხრიდან, ასევე ვისაუბროთ „კარტელი“  და მისი „მესტასტაზი „ სხვა ვითომ ბრენდები როგორ ზრდიან ფასებს და ვითომ აქვთ კონკურენცია ერთმანეთში და ამას ყველაფერს როგორ ებრძვის კონკურენციის სააგენტო ,რომელიც ამ საკითხშ ფაქტიურად უფუნქციოა  და და ასევე  სხვა საკითხებზე, რომლის შემდეგ  საზოგადოება  გაიგებს სიმართლეს რასთან გვაქვს საქმე.

ერთი წლის წინ, როდესაც ეიფორიაში ჩავარდა ჩვენი ეკონომიკური გუნდი და დაიწყო საუბარი საწვავზე ფასები დაიწევა, მთავარ ფაქტორად ასახელებდნენ რუსულ იაფიან საწვავს, ჩვენ საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრმა, ბევრჯერ ავღნიშნეთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ზუსტად მიგითითეთ დრო რომ სექტემბრის თვიდან დაიწყება საწვავზე ფასების ნახტომისებური ზრდა,რომელიც გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში.  გამოსავალიც ვთქით, რომ საჭიროა სახელმწიფო ნავთობროდუქტების სააგენტოს შექმნა,რომელსაც ექნება გარკვეული ფუნქციები, სადაც არ უნდა დაასაქმოთ ბიძაშვილ-მამიდაშვილები, უნდა იყვნენ კომპეტენტური ადამიანები დასაქმებული და ამით ეშველებოდა  ფასების დარეგულირებას ამ სექტორში.

ნიკა შენგელია 


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement