საქონლისა და მომსახურების ფასი შეერთებულ შტატებში ზრდას აგრძელებს. ფასების ზრდას ბოლო ათწლეულების განმავლობაში შტატებისთვის არნახული ტემპი აქვს. კერძოდ კი დეკემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხოლო, ზედიზედ მეშვიდე თვეა ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

ინფლაციის ეს მონაცემები მნიშვნელოვანი დარტყმაა ბაიდენის ადმინისტრაციისა და ფედერალური სარეზერვო სისტემისთვის, რომლებიც ბოლო დრომდე ახასიათებდნენ ფასების ზრდას, როგორც “გარდამავალ” ფენომენს, რომელიც პანდემიით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვის პრობლემას ახლდა თან.

ოთხშაბათს, შრომის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) – რომელიც ზომავს, თუ რას იხდიან მომხმარებლები ზოგად სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებზე – გაიზარდა 0,5%-ით გასულ თვეში, ნოემბერთან შედარებით და 7%-ით 2020 წლის დეკემბერთან შედარებით.

შტატებში ინფლაციის ფორმირებაზე ზეგავლენა მოახდინა ფასების ზრდამ, ისეთ პროდუქტებზე როგორებიცაა, საბინაო და მეორად ავტომობილებზე ფასების ზრდა. ამ ჯგუფში ფასები 3.5%-ით არის გაზრდილი. ფასების ასევე მნიშვნელოვნადაა მომატებული სურსათზე.

პანდემიით გამოწვეული გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები კვლავ იწვევს დეფიციტს და ზრდას რიგ პროდუქტებზე, დაწყებული მეორადი ავტომობილებიდან დამთავრებული ხორცპროდუტებითა და ავეჯით. მაგალითად ნოემბერში მეორად ავტომობილებზე ფასები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ითაა გაზრდილი.

საპასუხოდ ფედერალური სარეზერვო სისტემა ემზადება საპროცენტო განაკვეთების გასაზრდელად, რათა შეარბილოს ინფლაცია და მიუთითა, რომ შესაძლოა 2022 წელს სამჯერ გაზარდოს განაკვეთები. ამის პარალელურად Fed-მა შეცვალა საკუთარი პათოსი და თუ აქამდე ინფლაციას გარდამავალს უწოდებდა ამჯერად Fed – ის თავჯდომარე, ჯერომ პაულმა კონგრესს განუცხადა, რომ დროა ცენტრალურმა ბანკმა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ინფლაციის მოსათოკად.

„რაც ახლა გვაქვს არის შეუსაბამობა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი მოთხოვნა იმ ადგილებში, სადაც მიწოდება შეზღუდულია. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ინფლაცია შენარჩუნდება მაღალ ნიშნულზე დროთა განმავლობაში პერმანენტულად გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას”,-თქვა პაულმა.

ამის პარალელურად სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრეს – მდივანმა, ჯენ ფსაკიმ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ადმინისტრაცია ელოდება ინფლაციის კიდევ უფრო გაზრდილ მაჩვენებლებს. თუმცა, მომდევნო თვეებში ეს მაჩვენებელი უფრო ზომიერი უნდა გახდეს. ფისკის ოპტიმიზმს არ იზიარებენ ანალიტიკოსები, რომლებიც მომდევნო თვეებშიც ინფალციისი ზრდას პროგნოზირებენ.

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement