დღეიდან „თბილისი ენერჯი“ კომერციული აბონენტებისთვის გაზის ტარიფს 11 თეთრით, ერთ კუბურ მეტრზე 1.35 ლარიდან 1.24 ლარამდე ამცირებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გადაწყვეტილება ლარის დოლართა გამყარების და მიმწოდებლის მიერ გაზის ფასის შემცირების შედეგია.

„კომპანია „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია დასძენს, რომ ბუნებრივი გაზის ფასი უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რაც კუბურ მეტრზე 0.539708 ლარით განისაზღვრება.

ცნობისთვის, შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო (კომერციულ) მომხმარებელს.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement