ყაზახეთი გეგმავს ნავთობის ექსპორტის გაფართოებას აქტაუ-ბათუმის მარშრუტით საშუალოვადიან პერიოდში. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა. ამის შესახებ მან ჩოლპონ-ატაში “ცენტრალური აზია-ევროკავშირის სამიტზე განაცხადა”.

„საშუალოვადიან პერსპექტივაში ვგეგმავთ ნავთობის ექსპორტის გაფართოებას აქტაუ-ბათუმის მიმართულებით, ასევე ტრანსკასპიური მარშრუტის მილსადენებით ამოტუმბვის მოცულობის გაზრდას“, – დასძინა პრეზიდენტმა.

მან გაიხსენა, რომ ყაზახეთი ასევე შეთანხმდა აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარებაზე.

„მაგალითად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე ყაზახური ნავთობის ამოტუმბვა ხდება  – 1,5 მილიონი ტონა ნავთობის წელიწადში“, – განაცხადა ტოკაევმა.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement