თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 9%-ის დონეზე დატოვა.

ცენტრალური ბანკის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის ბოლო კვარტალის მაჩვენებლების თანახმად,  საგარეო მოთხოვნის კლება კომპენსირდება შიდა მოხმარების ზრდით, რაც ზრდის ტემპის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

ყოვლისმომცველი ეკონომიკური ღონისძიებების გავლენით, ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი თანდათან იკლებს, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.

თურქეთის ცენტრალური ბანკი იყენებს ყველა ბერკეტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement