
წყლის ნაკადი ჰესის დაზიანებას არ უკავშირდება – დავითაშვილი
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ შუახევიჰესი უსაფრთხოა, თუმცა ერთი თვის განმავლობაში სამინისტრო ჰესს მაინც დააკვირდება.
“რა ანგარიშიც მომივიდა მეუბნებიან, რომ ამ შემთხვევაში არ არის გამოვლენილი კაშხლის ბეტონის რღვევა და წყლის ნაკადი არ უკავშირდება სადგურის რაიმე სახის დაზიანებას. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოა და წყლის შეგუბება დაზიანების გამო არ არის დაწყებული, რაზეც სავარაუდოდ, იყო სიუჟეტში საუბარი, თუმცა არ მინახავს.
ენერგეტიკოსების მხრიდან დაკვირვება მიმდინარეობს და ეს პროცესი ერთი თვის ვადაში გაგრძელდება იმისთვის, რომ რისკი გამოირიცხოს. დაკვირვება საჭირო გახდა იმიტომ, რომ დაისვა კითხვა. აღმოჩნდა, რომ წყალი კონსტრუქციის დაზიანების გამო არ არის. ყოველგვარი რისკის თავიდან აცილების გამო კი დავაკვირდებით”, – განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.